საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა საგნების მასწავლებელთა მხარდაჭერითა და ინიციატივით ეძლევათ საშუალება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული კულტურული მემკვირეობის დათვალიერერების, რათა გაიმდიდრონ ცოდნა საკუთარი ქვეყნის ღირშესანიშაობების შესახებ ცივილიზაციების განვითარებასთან შესაბამისობაში.
სკოლის პედაგოგებმა, ირმა წითაძემ და გური ბაბილოძემ მე- 7 კლასის მოსწავლეებს დაათვალიერებინეს, თბილისში, ეროვნულ მუზეუმში განთავსებული კოლექციები: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა – ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი; პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები.
მოსწავლეები აღფრთოვანებული ისმენდნენ და აკვირდებოდნენ თითოეული ნივთის ისტორიას და სკოლაში შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ.