მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
07 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე ​ატაკამის უდაბნოში „იმოგზაურეს“

სასკოლო განათლებაში დიდი ყურადღება ექცევა  გეოგრაფიის შესწავლას. მსოფლიო ცივილიზაციების განვითარებასთან ერთად ვრწმუნდებით, რომ მოგზაურობა ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო პროცესია ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიული გარემოს შესწავლისას მასწავლებელი,  მზია მელივა, დისციპლინათაშორისი კავშირის მიმართულებით, საინტერესო დავალებებს აძლევს მოსწავლეებს და ვირტუალურად ამოგზაურებს კონკრეტულ ლოკაციებზე.

ამჯერად, მე-8ა კლასის მოსწავლეებმა კომპლექსურად შეისწავლეს ატაკამის უდაბნო — მშრალი, გვალვიანი პლატო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ანდების დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, 1 000 კმ-ის სიგრძეზე. ნასას, „National Geographic“-ის და სხვათა მრავალი პუბლიკაციების თანახმად,  ატაკამა მსოფლიოში ყველაზე მშრალი და საინტერესო ადგილია.  მოსწავლეებმა ატაკამას უდაბნოზე მუშაობისას გამოიყენეს ინტერნეტ რესურსები, მოიძიეს მასალა და შემდეგ მატერიალურად, ბუკლეტების სახით წარმოადგინეს აღნიშნული გეოგრაფიული გარემოს  ღირშესანიშნაობები.  განსაზღვრეს კლიმატი,  გზა უდაბნოში,  ტბა ატაკამაში, აქ განთავსებული ათზე მეტი ობსერვატორია ALMA– ს მსგავსად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ასტრონომიული პროექტია,  ფლორა და ფაუნა და მრავალი საინტერესო ფაქტი, რაც ამ კუნძულთან არის დაკავშირებული.

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები იყო საინტერესო და თითოეულის ინდივიდუალურად შესრულებულმა ნამუშევარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.