მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
04 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი პრეზენტაცია და ისტორიის შთამბეჭდავი გაკვეთილი

თანამედროვე სამყაროში ისტორიის სწავლება კიდევ უფრო აქტუალური გახდა ზოგადი განათლების, პოლიტიკური მოვლენების ობიექტური და ლოგიკური შეფასებისთვის, რაც ნებისმიერი ასაკის თაობაში უმნიშვნელოვანეს ცოდნად აღიქმება. ზოგადად, ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება, შეჯერება და ზოგიერთი საკითხის ახალი ნარატივით, შემოქმედებითი უნარებით პრეზენტაცია  საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობაა.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ირმა კვანჭიანი, წლების მანძილზე საგაკვეთილო პროცესს წარმართავს შემდეგი პრინციპების დაცვით:
 1-გუნდური მუშაობა;
 2- მხოლოდ საქმიანი ხმაური;
 3- დროის რაციონალურად გამოყენება;
 4- ურთიერთპატივისცემა;
 5- დებატებში გამომსვლელის ორატორული ხერხების გამოყენება და სუბორდინაციის დაცვა;
 თითოეული პუნქტი გუნდური მუშაობის შეფასების ცხრილში სპეციალური ქულებით ფასდება;
 

ამჯერად, VIIIა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე:
  ,,არაბები და ისლამური სახალიფო".
პედაგოგმა ქვესაკითხები გადაანწილა სამ ჯგუფში:
 1. ისლამი, ერთ-ერთი მონოთეისტური რელიგია;
 2. არაბთა მიღწევები: მეცნიერება, ლიტერატურა კულტურა;
 3. არაბები და საქართველო;
ნათელია, დავალება მოიაზრებდა ამ ქვეყნის ისტორიის, კულტურის, მეცნიერებისა და რელიგიის საკითხებს.
მოსწავლეებმა არაბეთის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდები მატერიალური სახით წარმოადგინეს მაკეტებისა და პოსტერების საშუალებით.

გუნდებად დაყოფილმა ჯგუფებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს სასწავლო თემატიკასთან დაკავშირებით. დასკვნების გამოტანისას მოსმენისა და მეტყველების კულტურის მაღალი დონე გამოავლინეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი -  ლალი მელივა; ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი  ირინე კვანჭიანი. მათი შეფასებით, წარმოდგენილი მასალები დიდი პასუხისმგებლობით იყო შესრულებული, ესთეტიკით და დროსთან შესაბამისი ნიუანსების დაცვით.