მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე საინტერესოდ აღნიშნეს

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში სხვადასხვა მოვლენასა და თარიღთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები იმართება. 14 ნოემბერი ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა, ამიტომ სკოლაში ბავშვების საყვარელი მწერლისადმი მიძღვნილი აქტივობები ჩატარდა.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა მწერლის ცნობილი ნაწარმოებები - "კარლსონი" და "პეპი გრძელი წინდა" გაიხსენეს. კლასში, ნაწარმოებებიდან ამონარიდები გააჟღერეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.

,,ჩემში ცხოვრობს ბავშვი , რომელსაც გაზრდა არ უნდა"
ხშირად მეკითხებიან , რა შეტყობინება დევს ჩემს წიგნებში , რას ვარიგებ ბავშვებს , რა მინდა რომ მათ ვასწავლო. როგორც წესი, პასუხი მარტივია - მე არავის არაფერს ვარიგებ და არაფერს ვასწავლი. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ დედამიწაზე რამდენიმე ბავშვი, მაინც სიამოვნებით წაიკითხავს პეპისა და კარლსონის თავგადასავალს და გულიანად იხალისებს.
,,ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა…”.
–,, არა, არა, მე ამას არ შევჭამ – ეს რა არის: ერთი ღვეზელი და რვა სანთელი. უკეთესი იქნებოდა – რვა ღვეზელი… და ერთი სანთელი, აბა, რას იტყვი?
– დამიჯერე, კარლსონ, ბედნიერება ღვეზელში არ არის…”
–გიყვარვარ მაინც?..
– აბა რა, მიყვარხარ, სინდისს ვფიცავ! ბევრჯერ ვიმტვრიე თავი სადილის შემდეგ უძილობით გატანჯულმა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რატომ მიყვარხარ, – კარლსონმა ხელი მოუთათუნა ბიჭს ლოყაზე. – მიყვარხარ, მიყვარხარ. ვხვდები კიდეც, რატომ, შენ მე არა მგავხარ, პატარა ბიჭო."
,,როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია ".
,, ახლა ხომ წვიმს, პეპი, - გაუკვირდა ტომის, - წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?
- მე ვრწყავ, - უპასუხა პეპიმ. - მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში , დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?"
ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს როგორ შევასხათ ფრთები ჩვენს ოცნებას, წერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ლეილა თვალაბეიშვილი.