მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
23 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა შექმნილი აბო თბილელის უბის წიგნაკი და შთამბეჭდავი პრეზენტაცია

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე- 10 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეები გვაშორებს ამ ამბიდან, ქართულის მასწავლებლის, მარინა ტოხიშვილის ძალისხმევით მოსწავლეებმა სულ სხვა ნარატივით წარმოადგინეს კომპლექსური დავალება.

თავდაპირველად მოინახულეს ძველი თბილისის ის ტერიტორია, სადაც სიცოცხლის ბოლო ეპიზოდი გაატარა აბო თბილელმა. ამ ტიპის აქტივობით, კიდევ უფრო მეტად, გაიმდიდრეს წარმოსახვითი ფანტაზია. იოანე საბანისძის ,,აბოს წამების" ტექსტის შესწავლის შემდეგ იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, რომელიც ითვალისწინებდა  აბო თბილელის უბის წიგნაკის შექმნას. უნდა შეერჩიათ რამდენიმე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო ეპიზოდი და გადმოეცათ მთავარი გმირის, აბოს, პერსპექტივიდან. პრეზენტაციამ მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეებმა შემოქმედებით ნაწილში შესანიშნავად წარმოაჩინეს წინარე ცოდნა და თითოეული დეტალი:  გმირის ხასიათი,  თვისებებები,  უკომპრომისობა,  ემპათია,  რწმენისთვის თავდადება და  სულიერ ფასეულობებზე სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანა.

კომპლექსური დავალების ამგვარი შესრულება ნათელყოფს საკლასო სივრცეში მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ წარმართულ ცოდნა-გაცნობიერებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს.