მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
19 ნოემბერი 2023 წელი

კულინარიული მარათონი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებისთვის

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეები კლასის დამრიგებლებთან და მასწავლებლებთან ერთად დაწყებითი კლასებიდანვე ეჩვევიან გუნდური მუშაობის პრინციპებს.
სასურველ შედეგზე ორიენტირებული აქტივობა სასარგებლო და სასიამოვნო პროცესია, სადაც თითოეული წევრის ჩართულობაზეა დამოკიდებული დასახული მიზნის მიღწევა.

ამ ეტაპზე პირველი კლასების დამრიგებლებმა, ეკა ბიბილურმა და ნინო გაგოევმა მოსწავლეები კულინარიულ მარათონში ჩართეს. სკოლის სასადილოში, პატარა მზარეულებმა, დიდი ჟრიამულით და ხალისით მოამზადეს საყვარელი ნუგბარი.
ხელოვნების მასწავლებელმა, ქეთი დევნოზაშვილმა დიდი ოსტატობით შეაქმნევინა სხვადასხვა ფორმისა და ზომის ტკბილეული, რომელიც სიამოვნებით მიირთვეს და დარწმმუნდნენ, რომ გუნდური და ურთიერთშეთანხმებული დამოკიდებულება ყველგან და ყველაფერში სახალისო პროცესია.