მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
26 ოქტომბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი და პედაგოგები საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ და პედაგოგებმა: მარი თაბაგარმა, ელენე მიროტაძემ და სოფიკო გორგილაძემ მონაწილება მიიღეს სამეტაპიანი პროექტის -
 „განათლება შერიგებისთვის“ დასკვნით, ღონისძიებაში, რომელიც მიმდინარეობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტოლოგიის ცენტრისა და ნიდერლანდების საელჩოს უშუალო მხარდაჭერით სასტუმრო Radisson Blue Iveria.

ამ აქტივობაში მონაწილე პედაგოგებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული შიდა სასკოლო ღონისძიებების
პრეზენტაცია-ანგარიში წარადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ: ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელები: ნინო კალანდარიშვილი, ელიკო ბენდელიანი, ნინო კობახიძე, როდამი ცომაია, ნიდერლანდებისა და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის, იუსტიციის მინისტრები: ნანა გაბელია და გიორგი გაბედავა.

პროექტის პრეზენტაცია გახსნა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავჯდომარემ ნინო კალანდარიშვილმა, პროექტის მენეჯერმა ნინო კობახიძემ, ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ მორის პაულუსენმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტები და შესაბამის სფეროში მომუშავე სპეციალისტები.

პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ ნიდერლანდებისა და შვეიცარიის საელჩოს სამახსივროდ გადასცა მოსწავლეების მიერ, მშვიდობის თემაზე, შექმნილი მხატვრული ტილოები.

გაიმართა დისკუსია სამშვიდობო განთლების დანერგვის თაობაზე სასკოლო სივრცეში, გამოითქვა მოსაზრებები. პედაგოგებმა მიიღეს ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.