მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
21 ოქტომბერი 2023 წელი

ტრადიციად ქცეული საშემოდგომო ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში განსაკუთრებული სიხარულით ხვდებიან ხავერდოვან, ბარაქიან დროს - შემოდგომას. ტრადიცია, რომელსაც სკოლის დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი, მოსწავლე - მასწავლებლებში დიდი ჟრიამულის და სიხარულის მომტანია. ამ დღეს, ეზოში იშლება ქართული ნაციონალური სუფრა, გამოიფინება სამოსი და ხალხური საკრავები.

წელს, პირველკლასელებმა, უფროსების დახმარებით, დიდი ინტერესით, მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები. სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ, პირველკლასელების დამრიგებლებმა : ნინო გაგოევმა და ეკა ბიბილურმა მოსწავლეებს აუხსნეს საშემოდგომო ტრადიციების მნიშვნელობა. მუსიკის მასწავლებელმა, ნინო ბიბილურმა ტრადიციული ხალხური სიმღერებით, პატარების მიერ მომზადებული ნომრებით გაალამაზა და გაახალის პროცესი.

ამგვარი ღონისძიებები, მნიშვნელოვანია, როგორც ქართული ტრადიციების გაცნობის კუთხით, ასევე მოსწავლეები ბავშვობიდანვე ეჩვევიან გუნდური მუშაობის პრინციპს, შედეგებსა და მნიშვნელობას.