მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
19 ოქტომბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებს ქართულ ანბანთან შეხვედრის ემოციური მომენტი არასდროს დაავიწყდებათ. პედაგოგმა ნინო გაგოევმა ბავშვების მიერ შესრულებული სხვადასხვა სახალისო აქტივობებით გამოავლინა მათი უნარები, რაც მნიშვნელოვანია მოზარდების შემეცნების, ინფორმაციის მიღების, გაანალიზებისა და დამახსოვრებისთვის.

მუსიკის მასწავლებელმა, ნინო ბიბილურმა ანბანზე სიმღერით დიდი ხალისი შეიტანა საგაკვეთილო პროცესში. ქართულის მასწავლებლის აქტიური ჩართულობით მოსწავლეებმა იმსჯელეს და იმუშავეს ზეპირ და პრაქტიკულ სამუშაოებზე:

  • ამოიცნეს ასოები და ამოკიკითხეს სიტყვები (ახალი სახელმძღვანელო სწორედ ამ მეთოდს გვთავაზობს).
  • დამარცვლეს და გაიხსენეს წესი სიტყვაში ხმოვანებისა და თანხმოვნების თანაფარდობაზე.
  • დაფაზე დაწერილი სიტყვები ხმამაღლა ამოიკითხეს და ხმოვნებს გაუსვეს ხაზი.
  • გამოძერწეს ასოები და წაიკითხეს ლექსები.