მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
18 ოქტომბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის შიდა სასკოლო საფეხბურთო ტურნირი

ფეხბურთი რომ გუნდური თამაშია ეს საყოველთაოდ აღიარებული თემაა. სპორტის ამ სახეობაში ქართველებს საამაყო ბევრი გვაქვს. ჩვენი მოსწავლეები ფეხბურთის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. ამის დადასტურება სკოლაში ყოველწლიურად გამართული ჩემპიონატებია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსწავლეთა ჯანმრთელი ცხოვრების წესს და მასზე მოთხოვნილებას.

წელსაც დიდი მოლოდინით ჩატარდა შიდა სასკოლო საფეხბურთო ტურნირი, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები მონაწილეობნენ. არ ცხრებოდა გულშემატკივართა სკანდირება, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. საბოლოო გამარჯვება მე-8კლასის გუნდს ხვდა წილად. კაპიტანმა გუნდში პოზიციების სწორად გადანაწილებით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.
სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადასცა და დააჯილდოვა მედლებით.

ძვირფასო მოსწავლეებო, სულ გამარჯვებით გევლოთ