მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
18 ოქტომბერი 2023 წელი

კინგსის ოლიმპიადაზე მონაწილე წმინდა ნინოს სახელობის სკოლის წარმატებული მოსწავლეები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას კინგსის ოლიმპიადაზე. მათ არაერთგზის მოიპოვეს სხვადასხვა ხარისხის ჯილდოები კონკრეტულ დისციპლინებში. ეს პროცესი მოსწავლეთა ცოდნის გარდა ავლენს პედაგოგის წლიური მუშაობის ხარისხსს.

ამჯერად სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები და დიპლომები გაზაფხული სეზონის ტურებიდან.

მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს ვულოცავთ ღირსეულ გამარჯვებას მომავალი წარმატებების იმედით.