მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
13 ოქტომბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის წარმატებული მოსწავლეები „ევერესტის“ 2023 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადაზე

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები წარსდგნენ ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ოლიმპიადა „ევერესტის“ 2023 წლის გაზაფხულის სეზონის დაჯილდოებაზე. დაჯილდოვდნენ სამტურიანი ოლიმპიადის და ოქროს ტურის გამარჯვებულები.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები დიდი სიხარულით ულოცავენ პატარებს ამ შესანიშნავ გამარჯვებას.
სიამაყის მომგვრელია ნიჭიერი და შრომისმოყვარე თაობის წარმატებები.