მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
27 მაისი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის 1ბ კლასის მოსწავლეების სახალისო აქტივობა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის 1ბ კლასის პედაგოგმა მარიამ დავითიძემ გაზაფხულის დღეებთან დაკავშირებით, პატარები სახალისო აქტივობაში ჩააბა. ფერადი ქაღალდისგან შექმნილმა მზემ შესანიშნავი განწყობა შექმნა და მეტი ინტერესი შეიტანა საგაკვეთილო მუშაობის პროცესში. პედაგოგის დახმარებით, მოსწავლეები დიდი რუდუნებით არჩევდნენ სხივთა ფერებს და ფაქიზად აწებებდნენ რიგითობით. ამგვარი კოლაბორაცია ამ ასაკის ბავშვებში მეტად საჭიროა, რადგან გამოუმუშავდეთ ფერების ზუსტი აღქმა და მათი სწორად შეხამების ესთეტიკა. საბოლოოდ, მარიამ მასწავლებელმა, საყვარელ ბავშვებთან ერთად მიიღო ის შესანიშნავი სანახაობა, რასაც დიდი ჟრიამული მოჰყვა.