მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
26 მაისი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა 2022 წლიდან დღემდე უკვე მეორედ ახორცოელებს ერთობლივ პროექტს -
,,ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“. პროექტის გენერალური სპონსორი და სრული მხარდამჭერი გახლავთ მინისტრი ნანა გაბელია, რომლის უშუალი ინიციატივით გაზაფხულის სესია ჩატარდა ეთნოგრაფიის მუზეუმში, ღია ცის ქვეშ.

პროგრამის მიმდინარეობისას წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლისა და სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქ. თბილისის N41 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს და 26 მაისისადმი მიძღვნილ თემატიკაზე საინტერესო მხატვრული ტილოები შექმნეს. ასევე, წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებულური სკოლის ხალხური შემოქმედების ანსამბლმა ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით იმღერეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასითებული ფოლკლორის შედევრები.

წმინდა ნინოს სკოლის მოსწავლეებმა სახვითი ხელოვნების პედაგოგების მარიამ მჟავიას და მარი დავითიძის კოორდინაციით შექმნეს ესკიზები ქვეყნის დამოუკიდებლობის თემებზე. ანასტასია ციცქიშვილმა, ნინი მახაშვილმა, ნია პაპაშვილმა, ლიზი პაპაშვილმა, ნატალი ქობელაშვილმა, სალომე გულისაშვილმა, ნინი ქარელიძემ, ელი ჩხაიძემ, მარიამ მეტრეველმა და კესო თორდიამ უკრაინელ თანატოლებთან კოლაბორაციით შექმნეს შესანისშნავი მხატვრული ტილოები.

ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ფილოლოგი სოფიკო გორგილაძე, მუსიკალური გუნდის ხელმძღვანელი ნინო ბიბილური, სახვითი ხელოვნების პედაგოგი მარი დავითიძე, მინისტრის აპარატის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

#26მაისი
გილოცავთ საქართველოს დამოიკიდებლობის დღეს