მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
20 მაისი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში გაიმართა პოეტ მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებითი საღამო

დღეს  წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში გაიმართა პოეტ მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებითი საღამო. ეს იყო პოეზიის დღესასწაული, მართალი, გულში ჩამწვდომი სიტყვის, სულიერების, დიდსულოვნების, ცხოვრების ქარტეხილებთან შეჭიდების და მარადიულ ფასეულობებთან თვალის გასწორების გულწრფელი ეპიზოდები.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა ირინე კვანჭიანმა და ლეილა თვალაბეიშვილმა მე-6 და მე-4 კალსის მოსწავლეებს ისეთი შთაგონება და პოეზიის სიყვარული შთაუნერგეს, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იყო. პოეტის რჩეული პატრიოტული ლექსები მოსწავლეებმა წაიკითხეს საოცარი დეკლამაციით, გულიდან გაჟღერებული სტრიქონებით. გრძნობებისა და ემოციების ტალღა არამხოლოდ პატარა მსახიობებს, მთელ დარბაზსს მაგიურად მოედო და მონუსხულ პუბლიკას გულწრფელი ცრემლები აღვრევინა. ცოტა მოგვიანებით, ქალბატონმა მანანამ დიდი ემოციით აღნიშნა:
,, დასამახსოვრებელი, მართლა საოცარი ბავშვები და პედაგოგები, სკოლის დირექცია_ყველა ერთსულოვანი, მაღალი სულიერებით აღბეჭდილი, ერთად შეკრული... მთხრობლადაც საინტერესონი და მსმენელადაც საუკეთესონი, თვალებში არეკლილი ცრემლებით და მძაფრი ემოციებით.
...და იყო პოეზია... იყო სულის ზეიმი. იყო საქართველო ტკივილიანი სიყვარულით...
ასეთი ბავშვები, ამგვარი განცდა, ასეთ უტკბილეს ხმებში შესრულებული საგალობლები..._ვერც გაოცებას ვმალავდი, ვერც სიხარულს. ეს ის ჟამი იყო, უნებლიედ რომ აღმოგხდება: ,,როგორი მშვენიერია ზოგჯერ მოდგომა ცრემლისა". ასე ერთიანი სულისკვეთებით შეკრული საუცხოო პედაგოგიური კოლექტივი, ამნაირად სულხორციანად "მწერლობით შეპყრობილი" ქართულის მასწავლებლები, ერთად არც მინახავს’’.

ირინე კვანჭიანი კი ემოციურად აღნიშნავდა ,, ქალბატონი მანანას პოეზიის ყველა სიტყვა, ყველა -ფრაზა, ყველა- ბგერა, იმდენად დიდია და საქართველოს სიყვარულით გაჯერებული, ვთვლი, რომ ამ შემოქმედების ბავშვებამდე მიტანით ნახევარი აგურით მეც შევეწიე ჩემს ქვეყანას . დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო მანანა,მადლობა რომ თქვენი პოეზია მაძლევს ძალას და იმედს იმისას,რომ საქართველოს ისტორიას დავიწყება არ უწერია!
,,რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?!
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული ახლა თქვენგვარი?
ქარმან ჩ რ დ ი ლ ო ს მ ა ნ
ყველაზედ პირველ
გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!"

სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ მოწვეული სტუმრის და მოსწავლეების მიმართ სიკეთით და მადლიერებით სავსე სიტყვები წარმოსთქვა. პოეზიის საღამოს მუსიკალური რედაქტორი გახლდათ ნინო ბიბილური, აქტიური მხარდამჭერი და ორგანიზატორი ირმა კვანჭიანი, დარბაზი მხატვრულად გააფორმა მარი მჟავიამ.