მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
18 მაისი 2023 წელი

„ჩემი უბანი თბილისში“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა საინტერესო დავალება

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მომავალ წარმატებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.

ამჯერად , მე-6ა კლასის მოსწავლეებმა დავალება - "ჩემი უბანი თბილისში" შეასრულეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და არაჩვეულებრივი ნამუშევრები მოამზადეს.

განხორციელებულ აქტივობაზე პედაგოგი სოფო გორგილაძე გვიყვება.

"ეს ის თაობაა, რომელიც გულწრფელად და დაუფარავად გამოხატავს საკუთარ ემოციებს - სიყვარულს, სიხარულს, პატივისცემას, გაბრაზებას, აღტაცებას და რაც მთავარია, შემოქმედებითი აზროვნების დიდი ნიჭი აქვთ.

"ჩემი უბანი თბილისში" ეს ერთ-ერთი რიგითი დავალება იყო მე-6ა კლასის მოსწავლეებისთვის. ზოგმა თავი არ დაზოგა - ქაღალდის საინფორმაციო ველი ვერ იტევდა მოძიებულ მასალას. ზოგმა ფანქრით მოხატა და ზოგმაც საწერი კალმით, უმეტესმა დახატა და რაც მთავარია, ქარლდზე გადატანილი ინფორმაცია ისე საინტერესოდ წარმოადგინეს, რომ აღტაცებული ვუსმენდი.

წაკითხულის გააზრება, თხრობა, აუდიტორიის წინაშე ინფორმაციის საინტერესოდ წარდგენა, ისე მოახერხეს, რომ ერთი წუთთ არ გამნელებია ინტერესი.

მახარებს თქვენი მონდომება და შემართება, წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ჭკვიანო ბავშვებო - ნანუკა, მარიამ, თუთა, თორნიკე, ლიზი, ანასტასია, ელენე, გიორგი, თემო, ტასო, მარიამ, მარი და ნია - მადლობელი ვარ ასეთი ფაქიზი დამოკიდებულებისთვის", წერს პედაგოგი სოფო გორგილაძე.