მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 მაისი 2023 წელი

თეკლა კვანჭიანი ტელესკოლის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში საუკეთესო ფინალისტების ათეულშია

ტელესკოლის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში წელს სულ 3225 მოსწავლე მონაწილეობდა. წმინდა ნინოს სახელობის სკოლის VI კლასის მოსწავლე თეკლა კვანჭიანი კონკურსის 4 ტურის შემდეგ 108 ნახევარფინალისტის ოცეულში იყო, გუშინ ამ ნიჭიერ მოსწავლეებს #სეუ-მ უმასპინძლა. 2 საათში 15 ამოცანა უნდა ამოეხსნათ, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადადიოდა ფინალში,  აღმოჩნდა, რომ თეკლამ საუკეთესო ფინალისტების ათეულში გადაინაცვლა!

წმინდა ნინოს სახელობის სკოლა ულოცავს თეკლას ღირსეულ გამარჯვებას, მან ურთულესი გზა ღირსეულად გაიარა და მომავალშიც მრავალი მწვერვალი დაეპყროს.