მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
04 მაისი 2023 წელი

გამოვლინდნენ წმინდა ნინოს სახელობის სკოლის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატის კვირეულის გამარჯვებულები

ფეხბურთი რომ გუნდური თამაშია ეს საყოველთაოდ აღიარებული თემაა. სპორტის ამ სახეობაში ქართველებს საამაყო ბევრი გვაქვს და... მოდით, დღეს კარგზე ვისაუბროთ.

ჩვენი მოსწავლეები ფეხბურთის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. ამის დადასტურება სკოლაში ყოველწლიურად გამართული ჩემპიონატებია. წელსაც დიდი მოლოდინით ჩატარდა საფეხბურთო კვირეული, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები მონაწილეობნენ. არ ცხრებოდა გულშემატკივართა სკანდირება, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. საბოლოო გამარჯვება XI ბ კლასის გუნდს ხვდა წილად. კაპიტანმა ლუკა ინაშვილმა გუნდში პოზიციების სწორად გადანაწილებით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. საბა კირკიტაძე, დათი დაშნიანი, ლუკა რივკინი, საბა გოგოლაშვილი და ლუკა მაჭავარიანი ოსტატურად ახერხებსნენ ღირსეულ მოწინააღმდეგესთან გამარჯვებისთვის ბრძოლას. II ადგილზე გავიდა X კლასი, III ადგილი კი VII ა კლასს ხვდა წილად.

სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ და სპორტის პედაგოგებმა გამარჯვების თასით და მედლებით დააჯილდოვეს სამივე გუნდი. ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს გამარჯვებას, სულ გამარჯვებით გევლოთ.