მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
03 მაისი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს კონკურსის - "ნახატები ბიბლიურ თემებზე" კიდევ ერთი ტური

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელოვნებო დარგის მიმართულებებს. სახვითი ხელოვნების პედაგოგები უდიდეს ძალისხმევას იჩენენ შემოქმედებითი აზროვნების მოსწავლეების მიმართ - შედეგიც უნიკალურია - ისინი არაერთი კონკურსის გამარჯვებულები და მედალოსნები არიან. ამ მიმართულებით გამოირჩევიან მოსწავლეები, რომლებსაც სახვითი ხელოვნება თითქმის პროფესიონალის დონაზე აქვთ ათვისებული. ტექნიკის სრულყოფაში კი მათი პედაგოგები მარიამ მჟავია და მარი დავითიძე უწევენ კონსულტაციებს.

დღეს, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსი: ,,ნახატები ბიბლიურ თემებზე". კონკურსანტებს წაუკითხეს ამონარიდები წმინდა წერილიდან (ძველი და ახალი აღთქმა), რომლის მიხედვითაც ადგილზე დახატეს ბიბლიური პასაჟები.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლეებმა:
ნინი ქარელიძემ, ანასტასია ციცქიშვილმა, მარიამ მეტრეველმა, კესო თორდიამ, ელისაბედ ჩხაიძემ და ყველაზე უმცროსმა, მესამე კლასელმა, თეკლა ჩარგეიშვილმა დიდი წარმატებით გაიარეს მეტად საპასუხისმგებლო შემოქმედებითი ტური და შესანიშნავი ნახატები წარმოადგინეს.