მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
01 მაისი 2023 წელი

დაიწყო წმინდა ნინოს სახელობის სკოლის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატის კვირეული

სპორტი რომ ჯანსაღი ცხოვრების მთავარი გარანტია ეს კარგად იცის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა -ის თითოეულმა მოსწავლემ. მოტივაციას კი სასკოლო გარემოში კვალიფიციური, პრაქტიკოსი პედაგოგები ქმნიან.

დღეს დაიწყო საფეხბურთო ჩემპიონატის კვირეული, რომელშიც მონაწილეობენ VII - XI კლასის მოსწავლეები. დილიდან სტადიონზე მობილიზდნენ გულშემატკივრები და მხარდამჭერი პლაკატებით გულმხურვალედ ამხნევებდნენ რჩეულ გუნდებს.

წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ გუნდს და მათ გულშემატკივრებს.
წინ კიდევ ბევრი საიტერესო თამაში გველის.