მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
28 აპრილი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის V კლასელთა ფრანგული ენის სახალისო გაკვეთილი

სახალისო და ადვილად დასამახსოვრებელია უცხო ენის ლექსიკური ერთეულების შესწავლა-დამახსოვრება პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას. კერძოდ, ტკბილეულისა და სხვა ტიპის საკვების მოსამზადებელი რეცეპტები უცხო ენის შესწავლის კონტექსტში შესანიშნავი საშუალებაა.

ფრანგული ენის შესწავლისას ამგვარ პრაქტიკას ხშირად იყენებს პედაგოგი რუსა კილაძე. ლექსიკის გაკვეთილის თემა იყო: საკვები და გრამატიკაში- I ჯგუფის ზმნები. კრეპის ფრანგულენოვანმა, რეცეპტმა კი საშუალება მოგვცა მარტივად გვემუშავა მოცემულ თემებზე.

ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, როგორც რეცეპტის მიხედვით კრეპების მომზადების, ასევე ამ რეცეპტის პლაკატზე თვალსაჩინოდ გადატანის პროცესიც.