მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
21 დეკემბერი 2022 წელი

ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები

სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტემა უმასპინძლა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ერთობლივ პროექტს "ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები", სადაც ქართველი და დევნილი უკრაინელი ბავშვების გაცნობა-დამეგობრების გრძელვადიან პერსპექტივას ჩაეყარა საფუძველი.

ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების შემოქმედებითი კოლაბორაციის შედეგად შიექმნა მხატვრული ტილოები სახელწოდებით "სამყარო ომის გარეშე“. ზოგადად, პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა თაობის ინტერესების, იდეების, ცოდნის, ჰობის, სურვილების, უნარების, გამოცდილების გაზიარებას სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებისთვის, რომელიც თავის მხრივ, აყალიბებს ჯანსაღად მოაზროვნე - პაციფისტური სულისკვეთებით გამსჭვალული თაობების ინტეგრაციას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

პროექტის დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ: სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და მოსწავლეებს სტუმრობისთვის და მზაობა გამოხატა სამომავლო მასპიძლობისთვის. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მოსწავლეებს, უსურვა ბედნიერი ახალი წელი და წარმატებები სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში.

მადლობა არაჩვეულებრივ, უნიჭიერეს მოსწავლეებს, მათ პედაგოგს, მარი მჟავიას.
სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლალი მელივას, თამთა ბუჩუკურს, მარი დავითიძეს და თითოეულ გულშემატკივარს.

პატივისცემით პროექტის ავტორი: სოფიკო გორგილაძე