მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
08 ნოემბერი 2022 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის შიდა სასკოლო ინტელექტუალური შეჯიბრის პირველი ტური

8 ნოემბერს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრის პირველი ტური ჩატარდა. მონაწილე ოთხწევრიანი გუნდები დაკომპლექტებულია მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებისგან. თამაშზე დასმული კითხვები სხვადასხვა სფეროს მოიცავს და მონაწილეებს, როგორც ზოგადი ასევე საგნობრივი ცოდნისა და ნიჭის გამოვლინების შესაძლებლობას აძლევს. 


შეჯიბრი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.