მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 ნოემბერი 2022 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ანსამბლა მოიპოვა ოქროს მედალი გალობის კატეგორიაში

2022 წელს საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნული კონკურსი, სადაც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ანსამბლმა გალობის კატეგორიაში მოიპოვა ოქროს მედალი.

ანსამბლი შედგება ცხრა გოგონასგან, რომელთაგან ერთ-ერთს მიენიჭა კონკურსის სპეციალური პრიზი - საუკეთესო სოლისტი და საჩუქრად გადაეცა არტემ ერქომაიშვილის კომპაქტ დისკი სპეციალურ დიპლომთან ერთად.

ვულოცავთ ანსამბლს და წმინდა ნინოს სახელობის სკოლის თითოეულ წევრს ამ დიდ გამარჯვებას!!!