საპარტიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს" ინიციატივით , პროექტი - ,,მოინახულე შენი სამშობლოს“ ფარგლებში , საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ ნოემბერში მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 კლასები წაიყვანა სასწავლო შემეცნებით ექსკურსიაზე .
ექსკურსია წარიმართა ორ ეტაპად: პირველი მოიცავდა: სამთავისის ეკლესიას, ატენის სიონს, უფლისციხეს. ექსკურსიას უძღვებოდა კვალიფიციური გიდი. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ საქართველოს უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლების არქიტექტურისა და ქტიტორთა ისტორიულ ასპექტებს. უძველესი ქალაქის, უფლისციხის ტერიტორიაზე სკოლის პედაგოგებმა ჩაატარეს მცირე ისტორიული ექსკურსი და პოეზიის 10 წუთი, რაც თემატურად უკავშირდებოდა ციხე-ქალაქის დაარსებასა და მის უკვადყოფას ქართულ პოეზიასა და მწერლობაში.
ექსკურსიის მეორე ეტაპი მოიცავდა: კახეთის რეგიონში მდებარე კულტურულ ძეგლებსა და მუზეუმებს, კერძოდ: ყვარელში - ილია ჭავჭავაძის, ფულისა და წინანდლის - ალექსანრე ჭავჭაჭავაძის სახლ-მუზეუმებს.
საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა უდიდეს მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ დირექტორს, რეზო შარაბიძეს, ფრიად მნიშვნელოვანი საჭირო-შემეცნებითი პროექტის თანადაფინასებისთვის. ექსკურსიის კოორდინატორს და გიდს: ეკატერინე ჭეშვილს და ინეზა ფანცულაიას კომფორტული და საინტერესო გარემოს შექმნისათვის. სკოლის დირექტორს - ლალი მელივას აქტიური ჩართულობის შესაძლებლობისთვის, რომელიც გულისხმობს სამომავლო პერსპექტივით მეტად საინტერესო მოგზაურობას აღნიშნული პროექტის ფარგლებში. მადლობას ვუხდით თანმხლებ პედაგოგებს; ფსიქოლოგს - ელენე არღვლიანს; ექიმ- ცირა მემარნიშვილს და თითოელ მოსწავლეს გამოჩენილი ინტერესის და უმაღლესი ქცევის კულტურის გამოვლენისთვის.
ორივე ექსკურსია წარიმართა მხარეთა მოვალეობების დაცვითა და საუკეთესო ორგანიზებით, სადაც დაცული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ექსკურსიის განხორციელებასთან დაკავშირებული დადგენილი რეგულაციის წესები.