დღეს სოხუმის დაცემიდან 29 მძიმე წელი გავიდა... შეუძლებელია მივიწყებას მიეცეს ან ოდნავ განელდეს ეს ტრაგიკული დღე... წმინდა ნინოს სკოლაში მე-11ა და მე-6ბ კლასელებმა გაგვაცნეს ქუთაისელი მეომრის დათო ზივზივაძის ჩანაწერები ,,ტყვიით გაწყვეტილი დღიურები... 27/09/1993". ეს დღიურები შიშველი სიმართლეა, საქართველოს ტკივილიანი უახლესი წარსულია, ბავშვებმა გულწრფელი ემოციით გადმოსცეს გმირი დათო ზივზივაძის ჩანაწერები, რომელიც ბრძოლის ველზეა შექმნილი... დათო ზივზივაძე დაიღუპა სოხუმის დაცემისას, 1993 წლის 25 სექტემბერს. გვახსოვდეს გმირები!