მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
27 მაისი 2022 წელი

ბოლო ზარი წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. სევდანარევი სიხარულით სავსე...
ყველა და ყველაფერი ისეთი ლამაზი და კაშკაშაა, რომ შეუძლებელია არ დატკბე ამ შესანიშნავი თაობის ცქერით..
დღეს არის უკანასკნელი დღე - მერხებთან, მასწავლებლებთან, თანაკლასელებთან.
ახლა და აქ ბავშვობასთან გამოთხოვების გარდაუვალი მომენტია, მაგრამ იწყება უფრო საინტერესო გზის , სანუკვარ მიზნების და ოცნებების განხორციელების ოქროს ხანა.
თითოეული მოსწავლე პირველ კლასში შემოსვლისას ბოლო ზარზე ოცნებობს.
აი, დადგა ეს მომენტი.

მაგრამ იქამდე იყო სკოლის დაარსების დღე და ეს თარიღი განსაკუთრებულად აღსანიშნია, რადგან თქვენ ხართ პირველები, ვისთვისაც ჩვენს სკოლაში პირველი ზარი დაირეკა და პირველი გაკვეთილი ჩატარდა. იმ დღიდან მოყოლებული მაცოცხლებელი ძალით აახმაურეთ ეს კედლები, სული ჩაუდგით ყველაზე წმინდა კერას, რასაც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა ჰქვია. იყო ბევრი სიხარული, იმედგაცრუება, ხალისიანი და სევდიანი დღეები... ყველაფერი იყო, მაგრამ ამ სევდანარევ მოგონებებს აერთიანებს უდიდესი რამ, რასაც სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ჰქვია.

სამწლიანმა დისტანციამ, ეპიდემიურმა განწყობებმა და დაძაბულობამ ვერ ჩააქრო ჩვენი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, მონატრება, პასუხისმგებლობა და ზოგადად მადლიერების გრძნობა, რომელიც ყველაზე სანდო და სიცოცხლისთვის საჭირო უკუკავშირია, რაც მაცოცლებელი ძალად გვაერთიანებს მშვიდობიანი და დამოუკიდებელი ქვეყნის აღმშენებლობაში.

ჩვენო ძვირფასებო, დაუვიწყარო მოსწავლეებო!

ნურასდროს დაღონდებით, ნუ შეშინდებით, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და იმედი. ახალი საუკუნე ტექნიკური პროგრესის და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაა, თქვენი შესაძლებლობები ამოუწურავია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც, რადგან სიძულვილის ენის, აგრესიის, ომების სამყაროში ძნელია დარჩე ადამიანად და გქონდეთ ფასეულობები, რაც მთელი ცხოვრება გაგიწევთ მეგზურობას და ახალ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებთ საკუთარ თავში.