მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
19 აპრილი 2022 წელი

ფონდ „საქართველოს ემიგრანტები“ და წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

პროექტის „პატრიორტი დიასპორელი“ იდეის ავტორი და განმხორციელებელია გერმანიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ნინო ციბაძე ფონდთან „საქართველოს ემიგრანტები“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინოსტროსა და ქართულ გამორჩეულ სკოლებთან ერთად.

პროექტი უპრეცენდენტოა, რადგან მის ფარგლებში დადგენილი პირობების გათვალისწინებით, ქართული წარმოშობის დიასპორელები პირველად შეძლებენ ქართულ სასწავლო პროცესში გარკვეული ხნით ინტეგრირებას, რომ მოხდეს მათი ქართული ენის ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამდიდრება, დიასპორელების ქართული ენობრივ-კულტურული იდენტობის შეგნების ამაღლება და ზოგადად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ერთმანეთთან დაახლოება.

საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტი „პატრიოტი დიასპორელი“ ითვალისწინებს ქართული წარმოშობის საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების საქართველოს სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში. პროექტის პარტნიორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტში ჩართულ დიასპორელებს მიანიჭებს „პატრიოტი დიასპორელის“ სტატუსს, ხოლო მასპინძელ ქართულ სკოლებს - „პატრიოტი სკოლის“ ტიტულს. პროექტი ოფიციალურად ამოქმედდა 2022 წლის 4 აპრილიდან. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ციბაძე-მჭედლიშვილების ოჯახი გერმანიიდან.

ფონდი „საქართველოს ემიგრანტები“ საერთაშორისო პროექტით „პატრიოტი დიასპორელი“ ზრუნავს შეუნარჩუნოს დიასპორელ ქართველობას ფესვები საკუთარ სამშობლოსთან და კიდევ უფრო გააღრმავოს მათი კავშირი საქართველოსთან. აღნიშნული პროექტი უდიდეს წვლილს შეიტანს ქართული ენისა და კულტურის პოპილარიზაციაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამაში ლომის წილი ექნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს და ჩვენი ქვეყნის საჯარო სკოლებს.