მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
25 მარტი 2022 წელი

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგის - ირაკლი ორჟონიანის შეხვედრა წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლეებთან

დღეს, 25 მარტს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სასწავლებლის პედაგოგის - ირაკლი ორჟონიას შეხვედრა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებთან.


საუბრის თემა - ბიბლიური სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ - სურვილისამებრ, მოსწავლეებმა შეარჩიეს. ირაკლი ორჟონიამ აღნიშნული საკითხი განიხილა საეკლესიო და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული შეხედულებების საფუძველზე, წმ. მამათა ეგზეგეტიკის, ბიბლიური არქეოლოგიის, ტექსტოლოგიური კვლევებისა და ისტორიულ-კულტურული მონაცემების გათვალისწინებით.

მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, დაისვა მრავალი შეკითხვა, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. გიმნაზიის პედაგოგებისა და მოსწავლეების სურვილისამებრ, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც განხორციელდება.