მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
24 მარტი 2022 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლეები გამოფენა-ფოლკლორულ კონცერტზე "მზის შვილები"

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნონოს სახელობის მართლმადიებლურმა სკოლის მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნარატივით მონაწილეობა მიიღეს 2022 წ. 20 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ გამოფენა-ფოლკლორულ კონცერტზე ,,მზის შვილები“. კონცერტი ჩაატარა „N studia“-მ საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სკოლის მომღერალთა გუნდის შემოქმედება, რომელსაც ხელმძღვანელობს მუსიკოსი, სკოლის პედაგოგი ნინო ბიბილური.

საგამოფენო ექსპოზიციაზე დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენი სკოლის სახვითი ხელოვნების სტუდიაში შექმნილმა მოსწავლეთა ნახატებმა, რომელსაც ხელმძღვანელობს მხატვარ-დიზაინერი მარი მჟავია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტის აპარატის და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
გამოფენილმა ნახატებმა და ხელნაკეთა ნივთებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბავშვებმა შეასრულეს საგალობლები და ხალხური სიმღერები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს დაუნის სინდრომის მატარებელმა ბავშვებმაც.

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ჩვენ არ ვირჩევთ მეგობრებს მათი შესაძლებლობების მიხედვით.
დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი.

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მომღერალთა გუნდის მიერ ღონისძიებაზე შესრულებული სიმღერები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
  https://youtu.be/UcLb0ue8ZaM
  https://youtu.be/FwtAw3_YhII
  https://youtu.be/Oy7SFkGnfmU