მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
16 მარტი 2022 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლა თანადგომას უცხადებს ლტოლვილ უკრაინელ ბავშვებს

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ დიდ მწუხარებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო.

ომს გამართლება არ აქვს!
ომს ჰყავს დაღუპული და დაზარალებული მოსახლეობა.

წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, გარდა იმისა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინელ ხალხს, სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს ლტოლვილ უკრაინელ ბავშვებსაც:
ჩვენი სკოლის დაწყებით და საბაზო საფეხურის კლასებში მივიღებთ მოსწავლეებს, რომლებიც განთავისუფლდებიან სწავლის საფასურისგან. მივცემთ განათლებას, გავუნაწილებთ ჩვენს სითბოს, სიყვარულსა და მზრუნველობას.

გელით კეთილი გულით!