მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
29 დეკემბერი 2021 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ 2022 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით სავსე წელი, გვქონდეს მშვიდობა და დღეგრძელობა, წარმატებები პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში!


მიუხედვად მძიმე პანდემიური რეჟიმისა, სკოლამ სრული რეგულაციების დაცვით, #covidუსაფრთხო გარემოში, მოახერხა 2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და სხვადსხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება. მთელი სემესტრის მანძილზე ყურადღება გამახვილებული იყო:

მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიდრეკილებებზე, გამორჩეულობაზე, სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში ჩართულობაზე;
სხვადასხვა ტიპის წრეები, მათ შორის - ჭადრაკის, სახვითი ხელოვნების, მუსიკის შესწავლაზე;
სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობას და უპირობო გამარჯვებებზე.


სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ დღეგრძელობას, მშვიდობას და ჯანმრთელობას.