საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა წარჩინებილ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება. სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლალი მელივამ საზეიმო ვითარებაში გადასცა ოქროსა და ვერცხლის მედლები. მილოცვისას უსურვა წარმატება მომავლ პროფესიებსა და კარიერაში. დაჯილდოებას ესწრებოდნენ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რათა ამგვარი ჯილდოს შესაძლებლობა მათთვის გახდეს უკეთესი აკადემიური შედეგების ინსპირაცია და მოტივაცია.
წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს წარჩინებულ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ნათელ მომავალს უსურვებს.