მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
17 დეკემბერი 2021 წელი

შარლ პეროს გათანამედროვებული ზღაპრის "წითელქუდას" ინსცენირება წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

საქართველოს საპატიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში  ინგლისურის კათედრის ხელმძღვანელის, თეონა ბაიაშვილის ინიციატივით და მისივე სცენარით გაიმართა შარლ პეროს გათანამედროვებული ზღაპრის "წითელქუდას" ინსცენირება.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობით, გამორჩეულად კარგი მეტყველებით, არტისტულად გააცოცხლეს უკვდავი ზღაპრის პერსონაჟები.


წარმოდგენამ ნათლად გამოავლინა სკოლის უპირატესობა გუნდური, კომპლექსური, შემოქმედებითი მუშაობის თვალსაზრისით.
 განსაკუთრებული მადლობა ინგლისური ენის პედაგოგებს, ელენე მიროტაძესა და ანა ხელაიას, რომლებმაც დაუღალავად იშრომეს ხელმძღვანელთან ერთად.


 წარმოდგენა მუსიკალურად გააფორმა სკოლის გუნდის ხელმძღვანელმა, მუსიკოსმა ნინო ბიბილურმა.
 სცენის დეკორაცია ეკუთვნის მხატვარ - მარი მჟავიას.


კოსტუმები კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა შემოქმედებითი ჯგუფის ძალისხმევას