მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
30 ნოემბერი 2021 წელი

ტრენინგი - "ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში"

 30 ნოემბერს, წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში ჩატარდა ტრენინგი, პროექტის - "#ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში" - ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" ორგანიზებით.
 

თემა: ,,როგორ დავნერგოთ სამშვიდობო განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებაში". ტრეინინგს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები.


ტრეინინგზე განხილული იყო სამშვიდობო განათლება, როგორც სასკოლო თემა და მისი მნიშვნელობა, პოზიტიური სასკოლო კულტურა, თემისა და ოჯახის ჩართულობა სასწავლო პროცესში, სამშვიდობო პროგრამის შედგენა სკოლისათვის და ბევრი სხვა საინტერესო თემა. პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებები.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით.