მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 ნოემბერი 2021 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში გამართული ტრეინგ-სწავლება: ,,კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება სხვადასხვა სიტუაციაში"

დღეს წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში გაიმართა ტრეინგ-სწავლება: ,,კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება სხვადასხვა სიტუაციაში". ტრეინინგს ესწრებოდნენ მე-10 და მე-11-ე კლასის მოსწავლეები .
 

მოზარდები ხშირად ერთად აკეთებენ რაიმეს - თამაშობენ, მეცადინეობენ, ცეკვავენ, ფილმს უყურებენ, მუსიკას უსმენენ და სხვა. მათ, ერთსა და იმავე საგანთან ან ამბავთან დაკავშირებით, მსგავსი ან განსხვავებული აზრები აქვთ.
ყველას აზრი მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.

როდესაც რაიმეს ერთად გაკეთებას ვაპირებთ, მნიშვნელოვანია, ყველას აზრი მოვისმინოთ, გავითვალისწინოთ და გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ. ეს კი მსჯელობის და დათმობის შედეგად არის შესაძლებელი.

ზოგჯერ განსხვავებულ აზრებს და სურვილებს გაბრაზება და ცხარე კამათი მოსდევს - ამას კონფლიქტს უწოდებენ. კონფლიქტი შეიძლება ჩხუბშიც გადაიზარდოს და მას ყვირილი, ხელის კვრა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა, ერთმანეთის-თვის შეურაცხყოფის მიყენება მოჰყვეს. საბოლოოდ, ყველა ზარალდება - შეთანხმება ვერ ხერხდება, ადამიანებს გულისტკენა, წყენა, შიში, სევდა ეუფლებათ. კონფლიქტმა და ჩხუბმა, შესაძლოა, მეგობარიც დაგვაკარგვინოს.

დასასრულს შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის და ჩხუბის თავიდან აცილება და საერთო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მშვიდობიანი გზით.