მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
04 ნოემბერი 2021 წელი

,,ბარაქიანი შემოდგომა" წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მესამე კლასელებმა შემოდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩაატარეს ტრადიციული აქტივობა ,,ბარაქიანი შემოდგომა". ყურძნის დაწურვის პროცესმა ხალისიანად და ჟრიამულით ჩაიარა. ბადაგის მომზადებას დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ. შემდგომ, ჩურჩხელების ამოვლების პროცესს მონდომებით და ფაქიზად ახორციელებნენ.

აქტივობის დროს დასმული შეკითხები პროცესს კიდევ უფრო საინტერესო ელფერს აძლევდა. ითვალისწინებდნენ მითითებებს და ყოველი მომდევნო მცდელობა იყო უფრო დახვეწილი.

ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს საინტერესო და სასარგებლო პროცესებთან სრულფასოვან ზიარებას, იმისათვის, რომ თითოეულმა მათგანმა სწორად გაიაზროს შრომის ფასი და გაეცნონ ქართული ნუგბარის მომზადების სპეციფიკას.