მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
29 ივნისი 2021 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლა მადლობას უხდის ტაივანს პანდემიის პირობებში გამოჩენილი თანადგომისთვის და მატერიალური დახმარებისათვის

თანამედროვე სწავლება წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. წმინდა ნინოს სახელობის სკოლას დიდი დახმარება გაუწია "Representative Office in Moscow for the Taipei-Moscow Economic and Cultural Coordination Commission". მომავალი სასწავლო წლიდან სკოლა ზემოთაღნიშნული ორგანიზაციის ხელშეწყობით გააუმჯობესებს საგაკვეთილო პროცესს. ორგანიზაციის მიერ შეძენილი პროექტორები, პროექტორის დაფები, პრინტერი და ლეპტოპები მოგვცემს სასწავლო პროცესის ტექნიკურად გაუმჯობესების საშუალებას, რაც დადებითად აისახება ბავშვების განათლებაზე.


ორგანიზაციის დახმარებით სკოლამ ასევე შეიძინა თერმო-სკრინინგის აპარატი, რაც პანდემიის პირობებში სკოლას ძალიან დაეხმარება.


წმინდა ნინოს სახელობის სკოლა მადლობას უხდის ტაივანს პანდემიის პირობებში გამოჩენილი თანადგომისთვის და მატერიალური დახმარებისათვის.

 


We can’t imagine modern teaching without modern technologies. Using contribution from Representative Office in Moscow for the Taipei- Moscow Economic and Cultural Coordination Commission school purchased projectors , laptops , printer , projector boards, these gadgets will help our school to improve learning process that have positive influence on students knowledge.

With the help of this organization school also purchased thermal scanner that is crucial during this pandemic .

St .Nino’s school is thankful for Taiwan for their support and material help.