მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
18 ივნისი 2021 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის უსაყვარლეს მოსწავლეებს, ძვირფას მშობლებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს!

გასული წელი იყო რთული. ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ჩვენი და სრულიად მსოფლიოს ცხოვრებაში. მოგვიხდა დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადასვლა და სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა. ამ სრულიად ახალ ვითარებაში, სწრაფად ცვალებად გარემოში, სკოლის სიძლიერე და მზაობა მრავალმხრივ გამოიკვეთა. ჩვენ მოკლე დროში მაქსიმალურად შევძელით ურთულესი პრობლემების მოგვარება.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი დიდი ოჯახის თითოეულ წევრს: მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს იმისთვის, რომ თქვენი წვლილი შეიტანეთ სასწავლო პროცესის გამართულ და ეფექტურ მუშაობაში. გმადლობთ პროფესიონალიზმის, მოთმინებისა და კრიზისულ სიტუაციებში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისათვის.

გასული სასწავლო წელი თითოეული ჩვენგანისათვის იყო ოპტიმიზმის საფუძველი - ახალი წარმატებისა და მიღწევების დასაწყისი. რაც არ უნდა რთული ყოფილიყო სასწავლო პროცესი, მჯერა, რომ ჩვენი სკოლის სიყვარულითა და მომავლის რწმენით ერთად მივაღწევთ მრავალ ახალ წარმატებას და უფრო მეტად გავძლიერდებით!

კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დამთავრებას! ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წინსვლასა და უფლის მფარველობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით წმინდა ნინოს სკოლის დირექტორი - ლალი მელივა.