მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
09 ივნისი 2021 წელი

2020-2021 სასწავლო წლის დამასრულებელი საზეიმო შეხვედრა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა 2020-2021 სასწავლო წლის დამასრულებელი საზეიმო შეხვედრა.


სკოლის სტადიონზე მოეწყო ექსპოზიცია, რომლის რეკვიზიტებიც მოსწავლეებთან ერთად შექმნეს ხელოვნების პედაგოგებმა მარი მჟავიამ და მარი დავითიძემ. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ნინო ბიბილურმა.


სკოლის მისიიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა მაღალ აკადემიურ განათლებასთან ერთად უნდა გამოიმუშავონ უნარები და ღირებულებები, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და პოტენციალის რეალიზებაში. ამ საკითხთა გათვალისწინებით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო ნომრები. უცხოურ ენებზე შეასრულეს სიმღერები და წაიკითხეს ლექსები.


მიუხედავად მძიმე პანდემიური სეზონისა სკოლის ადმინისტრაცია, პედკოლექტივი და სკოლის კურსდამთავრებულები მთელი ენერგიით ჩაერთო ღონისძიების ორგანიზებაში, რათა მოსწავლეთა ბედნიერების ინდექსი იყოს მაღალი. რაც მეტად მოტივირებულს გახდის მოსწავლეს აკადემიურ პროცესში სრულყოფილად ჩართვის თვალსაზრისით.

გისურვებთ ბედნიერ დასვენებას და ჯანსაღ მომავალს