მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
11 თებერვალი 2021 წელი

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული რეკომენდაციები მშობლებისთვის

ძვირფასო მშობლებო, წმინდა ნინოს სკოლის ადმინისტრაცია გაცნობებთ, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გარკვეული სახის რეკომენდაციები მშობლებისათვის! გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ და ერთად შევძლოთ სრულყოფილი სასწავლო პროცესის წარმართვა!


მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები!
დაიცავით წმინდა ნინოს სკოლის მიერ დადგენილი წესები!


1. ცხელების~რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში!!!
2. ცხელების~რესპირატორული დაავადებების გამოვლენისას დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად!
3. სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს დაუყოვნებლივ!
4. მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში დაგეგემეთ ვიზიტი სკოლაში. შეხვედრები მასწავლებლებთან წარმართეთ მაქსიმალურად დისტანციურად.
5. მოსწავლის სკოლაში მოყვანისას უმჯობესია არ გადმოხვიდეთ ავტომანქანიდან.
6. მოსწავლეს მუდმივად ჰქონდეს პირბადე, სველი ხელსახოცი, სანტაიზერი, სასკოლო ნივთები: კალამები, ფანქრები, რვეულები, საშლელი, სათლელი და სხვა. (აკრძალულია ნივთების თხოვება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების საშიშროება). წყლის ჭურჭელი, რომელზეც იქნება ბავშვების სახელი დაწერილი!
7. V-XII კლასის მოსწავლეები ვალდებული არიან ატარონ პირბადე სკოლაში! რაც შეეხება I-IV კლასს, ჯანდაცვის რეკომენდაციის თანახმად, თავად მშობელმა გადაწყვიტოს პირბადის გამოყენების აუცილებლობა.


უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ ყველა მითითება, რათა ერთად შევძლოთ ჯანსაღი გარემოს შექმნა და მომავლი თაობის უძვირფასესი სიცოცხლის დაცვა და სრულფასოვანი განათლების მიცემის შესაძლებლობა!!!


სკოლის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა კვლევა ,,კოვიდ-19 „ და აბსოლუტურად ყველას უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, რისი ნახვაც შესაძლებელია ჯანდაცვის სპეციალურ პორტალზე! სკოლაში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, სკოლის პერსონალი გეგმიურად გაივლის ტესტირებას და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სკოლაში იყოს აბსოლიტურად უსაფრთხო გარემო. სკოლა მზადაა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს!