მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
13 დეკემბერი 2020 წელი

წმინდა ნინოს სკოლის შიდა სასკოლო კონკურსი სახელწოდებით "არა ძალადობას! ძალა უფლებას!"

ძვირფასო მოსწავლეებო, კოლოგებო, მშობლებო! 

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო კონკურსში სახელწოდებით ,,არა ძალადობას! ძალა უფლებას!" კონკურსანტებმა საკონკურსო მოთხოვნის გათვალისწინებით შექმნეს ელექტრონული სახის საინფორმაციო ბუკლეტები/ფლაერები, რომელშიც ასახულია ბულინგის/ძალადობის გამოვლენის სხვადასხვა  ფორმა და მასთან ბრძოლის მექანიზმები.   ასევე შემოგვთავაზეს რჩევები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის; წიგნები, ფილმები, რომლებიც ეხება ბულინგის თემას; სხვა სახის საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები, ნახატები და ა. შ. 
 

ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს რამდენიმე ათეული ნაშრომი, რომელიც შესრულებულია ინდივიდუალური და კრეატიული მიდგომრებით. უღრმესი მადლობა ჩვენს ნიჭიერ, გონიერ მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის. თითოეულის ნაშრომი იმსახურებს  საუკეთსო შეფასებას. თქვენ ხართ გამარჯვებული, რადან ბულინგს განიხილავთ როგორც უკიდურეს, დასაგმობ აგრესიის ფორმას, რომელიც საზოგადოებას ხელს უშლის მშვიდად თანაცხოვრებაში.

სკოლის ადმინისტრაციამ  სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ირმა კვანჭიანის უშუალო ხელმძღვანელობით განიხილა თითოეული ნაშრომი და წარმოადგინა მათ შორის, უპირატესი და ლიდერი ათეული: ნატალი ჩიტაიშვილი, ანა გულისაშვილი, ნიკოლოზ მაზანაშვილი, სანდრო კირკიტაძე, ანასტასია ციცქიშვილი, ლიზი ტვილდიანი, სოფია კლინკარიდუ, მარ ბუქური, ბარბარე გრიგალაშვილი, ანასტასია როგავა. 

საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა მე-5ბ კლასის მოსწავლის - ნატალი ჩიტაიშვილის ნაშრომი.

ლიდერი ათეულის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1XgwISUeL6p8LaxuDbm85F7SyVCQDL7-r?usp=sharing