st.Nino
Geo

მიმდინარე სიახლეები

*
წმინდა ნინოს სკოლის დირექტორის მიმართვა
2020-06-19
ძვირფასო მოსწავლეებო, კოლეგებო,
პატივცემულო მშობლებო ❤

როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის უდიდესი გა­მოწ­ვე­ვაა სწავ­ლე­ბის ონლაინ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლა. გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ სასწავლო პროცესი მასწავლებელ/მოსწავლის 
აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობს. მსოფლიოში შექმნილმა განსაკუთრებულმა ვითარებამ პანდეემიის დროს, მეტად მნიშვნელოვანი გახადა თითოეული თქვენგანის ჩართულობა გუნდურ მუშაობაში. მადლობა თქვენ ამისთვის ❤

მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის წარმომადგენლები, ექიმები, გვაფრთხილებენ, რომ მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება. მიმაჩნია, რომ ჩემს კო­ლე­გებთან ერთად დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ამ რთულ გამოწვევას და ახ­ალი სასწავლო წლისთვის, შესაძლო გართულებების შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანი გა­მოც­დი­ლე­ბაც მივიღეთ. სკოლა ჩართულია თანამედროვე, ონლაინ პროცესებში, ახალი პლატფორმების მოძიებაში, სადაც უფრო დახვეწილი გახდება სასწავლო პროცესი.

#COVID-19 ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მთელი გულისხმიერებით მოვეკიდეთ მეტად საპასუხისმგებლო მისიას. აქვე აღვნიშნავ, რომ სკოლის სამმა პედაგოგმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სწავლებაში ,,ჰიბრიდული სწავლების მეთოდები" რაც საშუალებას მოგვცემს ონლაინსწავლება მეტად ინტერაქციული და შემოქმედებითად საინტერესო გავხადოთ.

ამ პროცესის მთავარი შემფასებელი კი მოსწავლეა. ამგვარი ანალიზით, ჩვენ შევძლებთ, სასწავლო პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლას, რისი აუცილობელი პირობაც მსოფლიოში ჯერ არ გამოკვეთილა. ჩვენ, როგორც მსოფლიოს ნაწილი უდიდესი განსაცდელის წინაშე ვართ. ბუნებრივია, მეტად გამძაფრებულია ჩვენი ფსიქო-ემოციური განწყობები, მაგრამ მიუხედავად ამგვარი დაძაბულობისა გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რომ გუნდური და თანამიმდევრული მუშაობით ჩვენ შევძლებთ შეუძლებელს, მომავალი თაობის აღზდისა და განათლების საქმეში.

მადლობა თითოეულ თქვენგანს, თანადგომისა და გონიერებისთვის, თანამშრომლობისთვის. მერწმუნეთ, როცა ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გავიღვიძებთ სულ სხვა რეალობაში, სხვა ადამიანური ფასეულობებით და სხვა შეგნებით... ამ სულისკვეთებით ვარ და ვურთიერთობ მომავლის გმირებთან, ჩვენს საამაყო მოსწავლეებთან.

პატივისცემით ლალი მელივა