st.Nino
Geo

მიმდინარე სიახლეები

*
მშობელთა საყურადღებოდ!
2020-03-06

საქართველოში არსებულმა ყველა საჯარო და კერძო სკოლამ მიიღო საქართველოს მთავრობის განკარგულება N434 2020 წლის 2 მარტი ქ. თბილისი, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. 1.ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 4 მარტიდან 2020 წლის 16 მარტამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი.


წმინდა ნინოს სკოლის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ 7-8 მარტს დაგეგმილია სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება სპეციალური ლიცენზირებული კომპანიის მიერ. სკოლა მზად იყო სასწავლო პროცესი გაეგრძელებინა 2020 წლის 9 მარტს, თუმცა საქათველოს მთავრობის ზემოთ აღნიშნული განკარგულების საფუძველზე სწავლა განახლდება 2020 წლის 16 მარტს.

პატივისცემით წმინდა ნინოს სკოლის ადმინისტრაცია.