st.Nino
Geo

მიმდინარე სიახლეები

*
რუსული სამხედრო ბაზები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქში
2020-02-07
წარმოგიდგენთ წმინდა ნინოს სკოლის, მე-9 კლასის მოსწავლის, გიორგი ანდღულაძის პრეზენტაციას თემაზე: რუსული სამხედრო ბაზები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქში.
საექსპერტო დასკვნა და პერმანენტული გამოძიების შედეგები.

პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, ბელგიის სამეფოსა და ევრო-საბჭოს წევრი ქვეყნების  სახელით. თემის განხილვა მინდა დავიწყო, მეტად სკანდალური და კრიტიკული საკითხის განხილვით, რომელიც ხშირად დისკუსიის თემის საკითხს წარმოადგენს, მაგრამ საერთაშორისო სექტორი აღნიშნულს საფრთხედ ვერ აღიქვამს. საქმე ეხება რუსულ სამხედრო ბაზებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოლქში, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსა და მისი მცირერიცხოვანი მოსახლეობისათვის.  ბელგიის სამეფომ ევრო-საბჭოს წევრ ქვეყნებთან ერთად, მკაცრი, ობიექტური,  სრულყოფილი, დაკვირვება და შესწავლა აწარმოა, ამ ფაქტებთან  დაკავშირებით. ამიტომ ბელგიის სამეფო სრულიად ადეკვატურად გაანალიზებულად, და ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ, საექსპერტო დასკვნისა და პერმანენტული დაკვირვების შედეგებს.აღსანიშნავია რომ, არსებული საკითხი სასიცოცხლოდ რეაგირებას საჭიროებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან.გადავიდეთ დეტალურ შესწავლაზე, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით დგინდება რომ, ბოლო7 წლის მანძილზე რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთში, ათეულობით სამხედრო ბაზა ააშენა და განალაგა, რომლებიც სრულ მზადყოფნაში იმყოფება.სამხედრო ბაზები აღჭურვილია საჰაერო, და სახმელეთო, ზალპური ტიპის რაკეტებით. თითო ბაზა1000 – 5000 მეომრის, შეფარებას, ცხოვრებას, სამხედრო  სწავლებებსა და საავიაციო სახმელეთო, წვრთვნების წარმოების საშუალებას იძლევა. ევრო-საბჭო ასევე კრიტიკულად აღიქვამს 2016-2019 წლების ჩათვლით6000-ზე მეტი არტილერისტისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასეულების მობილიზებასა და განლაგებას სამხრეთ ოსეთში მდებარე სოფლებსა და დასახლებებში არსებულ ბაზებზე. აღსანიშნავია ე.წ. ძარწემის პოლიგონი, სადაც 2000-სზე მეტი არტილერისტი 1000-ზე მეტი მეომარი და ჩეჩნეთის ომში გაწრთვნილი სერჟანტები, 300-ზე მეთ ჯავშან მანქანასთან, 150-ზე მეტ ქვემეხთან, 250-ზე მეტ ტანკთან, და 100- ზე მეტ ზალპური ცეცხლის უნარის მქონე მანქანებთან ერთად 2018 წლის მარტიდან დღემდე ანხორციელებენ სასწავლო წრთვნებს ე.წ საზღვის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ ზონებში. ასევე ე.წ სამხეთ ოსეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა განაცხადა რომ, აღნიშნულ წრთვნებში ჩართულია ე.წ მოტომსროლელთა, სატანკო და საარტილერიო საჯარისო ნაწილები. ევრო-საბჭომ საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით მკაცრად და სრულფასოვნად შეამოწმა და იმსჯელა ე.წ სამხრეთ ოსეთის ოლქში არსებული რუსული სამხედრო ბაზების რაოდენობისა, და განლაგების მნიშვნელობის შესახებ. დაკვირვებამ აჩვენა რომ ოსეთში არსებული საშუალო ზომის, კერძოდ,100-კომლი- დან ზემოთ, ზომის სოფლების 95% ში დადასტურებულად ვაცხადებთ, რომ არის დაფიქსირებული რუსული სამხედრო შენობები, და ერთი ბატალიონის ზომის შენაერთებისათვის განკუთვნილი სამხედრო ბაზების კომპლექტირებული შენობები. რომლებსაც ხედავთ მონიტორზე. სიტუაცია ძალზედ შემაშფოთებელია, რომელზეც ვიმედოვნებთ რომ, რეაგირების გარეშე არ დატოვებს საქართველოს მთავრობა. ევრო-საბჭომ და ბელგიის სამეფომ,მაქსიმალურად კრიტიკულად ჩათვალა ლიახვის ხეობაში არსებულ სოფლებისდასახლებებისა და ქ. ცხინვალისა და მის გარშემო მყოფ სოფლებში არსებული სიტუაცია. რადგან რუსული ბალისტიკური, ზალპური, ანტისაჰაერო, რადარული, და სანაღმსტყორცნო, რაკეტები და მძიმე ტექნიკა განალაგა. ამიტომ დიდი ლიახვის და ქ. ცხინვალის  მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მოქმედებები კრიტიკულად მძიმეა. რომელზეც  კიდევ ერთველ დავამატებთ რომ, საჭიროებს რეაგირებას.  მინდა აღვნიშნო რომ მდ. ლიახვის ტერიტორიაზე და მის აუზში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ბაზების განლაგება პირდაპირ და უშუალოდ აქცევს ალყაში საკურორტო დაბა ,, გუდაურ“-ს და მის გარშემო არსებულ სოფლებსა და დაბა დასახლებებს, რაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს იქ მცხოვრებ მოსახლეობას. ვერ დავივიწყებთ დუშეთის რაიონის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 6-ზე მეტი სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომლებიც საჯარისო ნაწილების სწავლებების, ჯავშანტექნიკის მომარაგების, და ანტი-საჰაერო თავდასხმის საწინააღმდეგო, რადარული, და სამხედრო  აპარატურის განლაგებისა და შენახვის ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.დუშეთი,  შიდა ქართლი, მთავარი საგზაო მაგისტრალის მიმდებარედ მცხოვრები:  სოფლები, დაბები და დასახლებები, თითქმის ნაღმზე სხედან, რომლებსაც ვერც კი წარმოუდგენიათ რომ, რამდენიმე ასეული მეტრისა ან ათეული კილომეტრის მოშორებით ბალისტიკური და ბირთვული იარაღის განთავსების ფუნქციის მქონე ზალპური საცეცხლე ჯავშან ტრანსპორტიორები დგანან. ანუ ე.წ ,,ისკანდერები“.რაც კრიტიკულად მძიმე სიტუაციისა და უკიდურესი საფრთხის შემცველია, რომელსაც უდიდესი სამხედრო დარტყმის მიყენება შეუძლია საქართველოსათვის. ამიტომ მივმართავთ ,,გაეროს“  ,,ეუთოს“-სა და საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინონ ადეკვატური და ფართომაშტაბიანი  რეაგირება. ძალიან მოხარული ვიქნებით თუ მიიღებენ ამ რჩევას ჩვენი კოლეგები, რადგან ჩვენი შეფასებით სიტუაცია უკიდურესად მძიმეა.

ასევე უყურადღების ვერ დავტოვებდით რამდენიმე თვის წინ ე.წ ახალგორის საზღვრის დაკეტვას, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციას. ახალგორში არსებული სოციალურ -ეკონომიკური სიტუაციის შესახებ ევროპა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, და იმედოვნებს ,რომ ისევ აღდგება მშვიდობიანი ურთიერთობა ორ მხარეს შორის.

ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებთ კოლეგებო, რომ მოახდინოთ სწრაფი რეაგირება ორივე საკითხთან დაკავშირებით.