|
|||
|
|||
სასკოლო წლის კალენდარი2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა ს წ ა ვ ლ ო წ ლ ი ს კ ა ლ ე ნ დ ა რ ი
2019-2020 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს: I-XI კლასებისათვის:
პირველი სემესტრი - 74 სასწავლო დღე;
მეორე სემესტრი - 101 სასწავლო დღე;
სულ - 175 სასწავლო დღე.
XII კლასისთვის:
პირველი სემესტრი - 74 სასწავლო დღე;
მეორე სემესტრი - 82 სასწავლო დღე;
სულ - 156 სასწავლო დღე.
ზამთრის არდადეგები იწყება 31 დეკემბრიდან და გრძელდება 19 იანვრის ჩათვლით.
სააღდგომო არდადეგები იწყება დიდი პარასკევის წინა დღეს და გრძელდება ექვსი კალენდარული დღის განმავლობაში.
გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.
უქმე დღეებია:
27 სექტემბერი - ჯვართამაღლება;
14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა;
3 მარტი - დედის დღე;
9 აპრილი;
16, 17, 20, 21 აპრილი - სააღდგომო დასვენება;
11, 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
|