st.Nino
Geo

სასკოლო წლის კალენდარი

2 0 1 9 - 2 0 2 0   ს ა ს წ ა ვ ლ ო   წ ლ ი ს   კ ა ლ ე ნ დ ა რ ი

  • სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.
  • სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ: 

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას; 
ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები;
გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

  • სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტრს. I სემესტრი იწყება 2019 წლის 16 სექტემბერს და მთავრდება 2019 წლის 30 დეკემბერს, II სემესტრი იწყება 2020 წლის 20 იანვრიდან და მთავრდება 2020 წლის 19 ივნისს.

2019-2020 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს:
I-XI კლასებისათვის:
პირველი სემესტრი - 74 სასწავლო დღე; 
მეორე სემესტრი - 101 სასწავლო დღე;
სულ - 175 სასწავლო დღე.
XII კლასისთვის:
პირველი სემესტრი - 74 სასწავლო დღე;
მეორე სემესტრი - 82 სასწავლო დღე;
სულ - 156 სასწავლო დღე.

ზამთრის არდადეგები იწყება 31 დეკემბრიდან და გრძელდება 19 იანვრის ჩათვლით.
სააღდგომო არდადეგები იწყება დიდი პარასკევის წინა დღეს და გრძელდება ექვსი კალენდარული დღის განმავლობაში.
გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.

უქმე დღეებია:
27 სექტემბერი - ჯვართამაღლება;
14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა;
3 მარტი - დედის დღე;
9 აპრილი;
16, 17, 20, 21 აპრილი - სააღდგომო დასვენება;
11, 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.