st.Nino
Geo

მისია

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის (შემდგომში – სკოლა) მისიაა მოსწავლეებმა მიიღონ მაღალი აკადემიური განათლება, გამოიმუშავონ უნარები და ღირებულებები, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და პოტენციალის რეალიზებაში.

სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეს, რომ გამოუმუშავდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი, შეეძლოს გუნდური მუშაობის წარმართვა, განვითარდეს მრავალმხრივად და იყოს კანონმორჩილი, პატრიოტი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლა ზრუნავს, რომ მოსწავლეს შეეძლოს თანამედროვე სწრაფად ცვლად და დინამიურ გარემოში ორიენტაცია და ადაპტაცია.

სკოლა მოსწავლეს უქმნის შემოქმედებით და თანამშრომლობით გარემოს, ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას.

სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს და იგი უნვითარებს კულტურულ ფასეულობათა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემას, ასევე ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკურ განვითარებას, რისთვისაც ორგანიზებას უწევს სპორტულ და სახელოვნებო აქტივობებს, როგორც მოსწავლეების, ასევე მშობელთა და მასწავლებელთა ჩართულობით.

სკოლის ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანაა მოსწავლემ შეძლოს, სწორად აირჩიოს მომავალი განვითარების მიმართულება.