st.Nino
Geo

მიმდინარე სიახლეები

*
მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები სტუმრად "გარდენია შევარდნაძესთან"
2019-03-29
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსავლეები ეტუმრნენ "გარდენია შევარდნაძეს", სადაც მონაწილეობა მიიღეს "მწვანე გაკვეთილში". დაათვალიერეს სანერგე, ორანჟერია და ბაღი.

მათ საკუთარი ხელით გააფორმეს თიხის ქოთნები, გააფხვიერეს ნიადაგი, დარგეს ყვვილის ნერგები და ისწავლეს როგორ უნდა მოუარონ მათ. ბავშვებს თავიანთი ნახელავი გამოატანეს. სკოლაში გააგრძელებენ მათ მოვლას.

დღე სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა პატარებისთვის. მათი ემოცია ფოტოებზე აღიბეჭდა.