st.Nino
Geo

შინაგანაწესი (ნაწილი 1)

დამტკიცებულია ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური
სკოლის დირექტორის -------------N ბრძანებით

ა(ა)იპ საქართვეოლოს საპატრიარქოს  წმინდა  ნინოს  სახელობის მართლმადიდებლური სკოლის შინაგანაწესი

თბილისი 2016

თავი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართმადიდებლური სკოლის (შემდგომში-,,სკოლა”) შინაგანაწესი არეგულირებს დასაქმებულთა შრომით ურთიერთობებს, მოსწავლეთა ქცევის წესებს და განისაზღვრება:
ა) სამუშაო და დასვენების დრო; 
ბ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;
გ) შრომითი ურთიერთობის პირობები;
დ) სამსახურეობრივი მივლინება;
ე) შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ვ)  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება;
ზ) წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;
თ) სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;
ი) მოსწავლის პირადი გასინჯვა;
კ) უსაფრთხოების ღონისძიებები.
2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მასწავლებლების და თანამშრომლების (შემდგომში - დასაქმებული) მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და  დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების  განუყოფელ ნაწილს.
5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.  

მუხლი 2.  შინაგანაწესის მიზანი:

შინაგანაწესის მიზანია:
ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;
ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება; 
ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი.

თავი 2. სამუშაო და დასვენების დრო
მუხლი 3. სამუშაო და დასვენების დრო

1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.
2. სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება  სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად.
3. სკოლაში დადგენილია კვირაში 5 დღიანი სასწავლო პროცესი.
4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, 6 დღიანი სწავლება დასაშვებია: 
ა) თუ სკოლას აქვს ყოველდღიური საათობრივი  ბადის განტვირთვის სურვილი. ამ დროს  სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვირეული საათები უნდა გადანაწილდეს 6 დღეზე; 
ბ) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.
გ) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.
5. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას   ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორცმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სკოლამ  შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით.  გაკვეთილების და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
6. სკოლაში დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სკოლაში გამოცხადდენ არაუგვიანეს 8:45 საათისა, მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით სკოლის თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა  აღემატება კვირაში 40 საათს. 
7. მასწავლებელი სკოლაში უნდა გამოცხადდეს 15 წუთით ადრე შესაბამისი გაკვეთილის დაწყებმადე. იგი ვალდებულია, დარჩეს სკოლაში გაკვეთილის/გაკვეთილების დასრულების შემდეგ მასწავლებლის სხვა მოვალეობების (ჟურნალის შევსება, საგნობრივი პროგრამების მომზადება, კათედრისა და პედსაბჭოს სხდომები და ა.შ.) შესრულებამდე.
8. დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე  დღეები არის დასვენების დღეები.
9. სკოლის ყველა მასწავლებელი, მიუხედავად მათი დატვირთვისა, ვალდებულია სკოლაში იყოს ყოველ პარასკევს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე და მიაწოდოს ინფორმაცია სკოლაში მოსულ მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ.
10. ყოველი სასწავლო კვირის ორშაბათს, სკოლის დამრიგებელი მოსწავლეს გადასცემს მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ შეფასების ფურცელს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მისატანად, რომლის გაცნობასაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს ხელმოწერით, რის შემდეგაც მოსწავლე აღნიშნულ შეფასების ფურცელს უბრუნებს სკოლას.
11. სკოლის შენობაში მოქალაქის შესვლა ნებისმიერ საკითხზე, (გარდა დირექციის მიერ დაბარებული მშობლებისა)  დასაშვებია 14:00 საათიდან 16:00 საათამდე. 
12. დაუშვებელია მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება სკოლის დირექციის თანხმობის გარეშე, დირექციის ნებართვით მოსწავლის  გათავისუფლების შემთხვევაში  დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის  მოსწავლის  მშობელს/კანონიერ  წარმომადგენელს.
13. სასკოლო დროის ფარგლებში  სკოლა პასუხს აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.

თავი 3. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
მუხლი 4. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა
1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს;
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ფოტოსურათი  3/4, დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;
გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;
დ) ავტობიოგრაფია/ჩV;
ე)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
 ვ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
3. სკოლაში დასაქმებულთა პირადი საქმეების აღრიცხვას და წარმოებას ახორციელებს სკოლის ადმინისტრაცია.

მუხლი 5. სკოლაში პედაგოგის მიღება
1. სკოლაში პედაგოგის მიღება ხდება ღია კონკურსის წესით; გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 
2. კონკურსს აცხადებს, საკონკურსო პირობებსა და ვადებს, საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დირექტორი.
3. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება ინტერნეტ სივრცეში ან/და ბეჭდურ მედიაში.
4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და უნდა წარადგინოს: განცხადება, პირადობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომის) ასლები; ბიოგრაფია (ჩV).  
5. საკონკურსო კომისია იხილავს საკონკურსო დოკუმენტაციას და ახდენს კონკურსანტების შეფასებას. კონკურსანტის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პროფესიული განვითარების დონე (პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა) და პიროვნული უნარჩვევები.
6. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
7. საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს აცხადებს საკონკურსო განცხადებებისა და საბუთების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა და შერჩეულ კანდიდატებს, შრომითი ხელშეკრულებების დადების მიზნით, წარუდგენს დირექტორს.
8. პედაგოგის შრომის ანაზღაურება და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებებით.
9. სკოლის სასწავლო პროცესის უხარვეზოდ განსახორციელებლად, დირექტორი უფლებამოსილია კონკურსის გარეშე დანიშნოს პედაგოგი მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით, რის შემდეგაც სკოლა ვალდებულია ვაკანსია კონკურსის წესით შეავსოს. 

თავი 4. შრომითი ურთიერთობის პირობები
მუხლი 6.  სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ  (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. 
2. გადაუდებელი სამედიცინო ან/და ოჯახური პირობების გამო  სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების  შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის/სამსახურის დატოვების მიზეზი. 
3. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობს შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
4. სკოლა უზრუნველყოფს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადების, წასვლის და გაცდენის კონტროლს. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

მუხლი 7.  მოსწავლის  ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე
1. მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სკოლის მიერ შერჩეული სასწავლო ფორმით, რომელიც მოსწავლეთა გემოვნებაზე იქნა მორგებული. კერძოდ:
ა) ვაჟები - ნაცრისფერი პიჯაკი, ნაცრისფერი შარვალი, თეთრი პერანგი.
ბ) გოგონები - თეთრი პერანგი, ნაცრისფერი პიჯაკი, მოკლემკლავიანი კაბა.
2. დაუშვებელია იმგვარი სამოსის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.
3. მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.
4. მოსწავლე მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.
5. მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და „მაკიაჟით“.

მუხლი 8. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები
სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა ყოველი კალენდარული თვის დასრულებისთანავე. ანაზღაურება ხდება ვალდებულების წარმოშობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში. ანაზღაურების გაცემა მოხდება თანამშრომლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 

თავი 5. სამსახურეობრივი მივლინება. 
მუხლი 9. მივლინების ადმინისტრირების წესი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება
1. სამსახურებრივ მივლინებად ითვლება სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე სკოლის დირექტორის  ბრძანების საფუძველზე დასაქმებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.
2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.
3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად. 
4. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.

თავი 6.  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
მუხლი 10. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
1. დასაქმებულს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს  ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. 
2. დასაქმებულს შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის  11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
3. დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
4. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს. 
5. ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
6. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
7. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

მუხლი 11.საშვებულებო ანაზღაურება
დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

მუხლი 12. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

მუხლი 13. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით.       
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში -200 კალენდარული დღე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მუხლი 14. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება. 

თავი 7. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/საბოლოო ანგარიშსწორება
მუხლი 15. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
1. სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:
ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
ზ) სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
თ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
კ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
ლ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული შვებულება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

თავი 8. წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 16. წახალისების ფორმები
1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს  შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის  და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთან მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;
ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;
ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;
ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;

მუხლი 17. წახალისების გამოყენების წესი
1. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომელიც  ფორმდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
2. დირექტორის მოადგილე უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტორს დასაქმებულის წახალისების მოთხოვნით.
3. დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.